პუბლიკაციები

პუბლიკაციები

WHO
© Credits

უახლესი პუბლიკაციები

ყველა →

დამხმარე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასება საქართველოში

Overview

ამ გამოცემაში შეჯამებულია საქართველოში დამხმარე ტექნოლოგიების სისტემის მდგომარეობა 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, აგრეთვე 2021 წლის მარტში დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების გამოკითხვის შედეგად მიღებული მიგნებები. იგი აღწერს არსებულ რესურსებს, საჭიროებებს, ხარვეზებსა და შესაძლებლობებს დამხმარე ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში და იძლევა სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. არსებული სიტუაციის ანალიზი ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (‎ჯანმო)‎ ევროპის რეგიონის ოფისისა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ტექნიკური მხარდაჭერით. მონაცემები შეგროვდა დამხმარე ტექნოლოგიების მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, პროფესიონალებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან ინტერვიუების საშუალებით. ანგარიში დაყოფილია 5 თავად, რომლებიც დამხმარე ტექნოლოგიების სისტემის სხვადასხვა ასპექტებს ეხება: პოლიტიკა, პროდუქტები, უზრუნველყოფა, პერსონალი და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ შინამეურნეობების კვლევის შედეგად მიღებული მიგნებები.

 

WHO Team
Georgia, Health Workforce and Service Delivery (HWD)
Editors
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის. ევროპის რეგიონული ოფისი
Reference numbers
WHO Reference Number: WHO/EURO:2023-7227-46993-69629
Copyright

დოკუმენტები

ყველა →