დამხმარე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასება საქართველოში
Overview
ამ გამოცემაში შეჯამებულია საქართველოში დამხმარე ტექნოლოგიების სისტემის მდგომარეობა 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, აგრეთვე 2021 წლის მარტში დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების გამოკითხვის შედეგად მიღებული მიგნებები. იგი აღწერს არსებულ რესურსებს, საჭიროებებს, ხარვეზებსა და შესაძლებლობებს დამხმარე ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში და იძლევა სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. არსებული სიტუაციის ანალიზი ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონის ოფისისა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ტექნიკური მხარდაჭერით. მონაცემები შეგროვდა დამხმარე ტექნოლოგიების მომხმარებლებთან, მიმწოდებლებთან, პროფესიონალებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან ინტერვიუების საშუალებით. ანგარიში დაყოფილია 5 თავად, რომლებიც დამხმარე ტექნოლოგიების სისტემის სხვადასხვა ასპექტებს ეხება: პოლიტიკა, პროდუქტები, უზრუნველყოფა, პერსონალი და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ შინამეურნეობების კვლევის შედეგად მიღებული მიგნებები.